სოფლის მეურნეობა
04/08/2020

ბექა გონაშვილი: "დანერგე მომავალი" კარგი პროექტია, მაგრამ გამოწვევებს ვერ პასუხობს

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში ვეტერინარებისა და აგრონომების სერიოზული დეფიციტია.

როგორც ბექა გონაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“  განმარტა, სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული, გარკეულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

„ჩვენ დღეს უბრალოდ არ გვყავს აგრონომები. ქვეყანაში 7-8 ათასი ჰექტარი ნუში და კაკალია გაშენებული. დავდივარ მთელ საქართველოში, გაშენებული ბევრი მინახავს, მაგრამ მოსხმული და მოყვანილი ცოტა. ზოგს მესამე წელს გაუხმა, ზოგს სხვა პრობლემები აქვს. „დანერგე მომავალი“  კარგი პროექტია, ბევრი კარგი რამის პროვოცირება შეძლო, მაგრამ კონკრეტულ გამოწვევებს ვერ პასუობს.

უამრავი მერძეული ფერმაა დასუბსიდირებული მათ მიერ. გადასახადის გადამხდელები ამაში და მათ მიერ ფერმერთა სუბსიდირებაში ფულს იხდიან. რა გახდა რომ ფერმაში ერთი კვალიფიციური ვეტექიმის დასაქმება დაავალონ. თუკი ამ შემთხვევაში მაინც დაინახავენ რომ უბრალოდ არ გვყავს ვეტექიმები, მაშინ გადაამზადონ. ამ პროცესში კი ბიზნესთან ერთად მთავრობაც ჩაერთოს“, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023