სოფლის მეურნეობა
31/07/2023

"ბიზნეს სექტორთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს"

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო წლებია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ ჩინეთის ბაზარზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე.

„ხაზი მინდა გავუსვა პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტს. თქვენ იცით, რომ შედგა მნიშნელოვანი შეხვედრები პრეზიდენტთღან, პრემიერ-მინისტრთან, გაფორმდა მემორანდუმები სხცადასხვა მიმართულებით. 

დღეს გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების შესახებ, ორ ქვეყანას შორის. ეს დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნეს ფორუმზე წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის ბიზნეს სექტორი. აქ არიან ასევე ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც წლებია ახორციელებენ ღვინის ექსპორტს, ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო წლებია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამ ბაზარზე, რომლის შედეგადაც ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი ხორციელდება ჩინეთში. თუმცა ეს პროცესები, რომელსაც ვაკვირდებით, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს როგორც ღვინის, ისე სხვა პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე და ჩვენს პარტნიორებთან, ბიზნესსექტორთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ექსპორტი ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023