სოფლის მეურნეობა
12/07/2023

"ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში, საქონლის იალაღებზე გადარეკვის ტრადიციის აღდგენას გეგმავს

„ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში, საქონლის იალაღებზე გადარეკვის ტრადიციის აღდგენას გეგმავს. კომპანიის მიზანია ხიხას მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე საქონლის იალაღებზე გადასვლის ტრადიცია სანახაობად და ფესტივლად აქციოს.

„გვინდა, შვეიცარიაში საქონლის იალაღებზე გადასვლის ტრადიცია რაჭაში გადმოვიტანოთ, მით უმეტეს, რომ ეს წესი თურმე ჩვენშიც არსებობდა. საქონელი 4 თვეს ალპურ საძოვრებზე ატარებს და ზაფხულის სეზონის მოსვლა განსაკუთრებულად აღინიშნება. ყვავილებითა და ზანზალაკებით მორთულ ძროხებს ფოლკლორული სიმღერების თანხლებით, 2300 მეტრზე ფეხით ვაცილებთ, ბოლოს კი გადარეკვის პროცესი სრულდება ნადიმით მთაში. გვინდა, ამ საოცარი სანახაობის მონაწილე საზოგადოება, ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორები გახდნენ“, - ამბობს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორი თათია არაბიძე.

„ბლაუენშტაინ საქართველოს“ მიზანი რეგიონში მდგომარეობის გაუმჯობესებაა, მსგავსი აქტივობები კი, როგორც კომპანიაში მიიჩნევენ, გარემოს შეცვლის და სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, „ბლაუენშტაინ საქართველო“ თანამშრომელზე დანახარჯებით პირველი კომპანიაა ქვეყანაში.

„თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, კომპანიაში დასაქმებული ბედნიერი უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს საკუთრების შეგრძნება. მუდმივად ვფიქრობთ ჩვენი თანამშრომლების გადამზადებაზე, აქვთ ღირსეული ხელფასი, უზრუნველყოფილი არიან კვებით და 100%-იანი დაზღვევით. გვეამაყება, რომ ოჯახების ის ნაწილი, რომლებმაც წლების წინ დატოვეს რაჭას დაუბრუნდა,“ - ამბობს თათია არაბიძე.

შეგახსენებთ, კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო 2009 წელს ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში, სოფელ შარდომეთში 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023