სოფლის მეურნეობა
06/09/2023

დავით წითლიძე: ქვეყანაში ბევრი თხილის ბაღია, რომელიც არ არის სათანადოდ მოვლილი

თხილის წარმოების მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილ კადასტრში 90 000-მდე თხილის მესაკუთრე და თანამესაკუთრე დარეგისტრირდა. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ჯამში 45 000 ჰექტარი თხილის პლანტაციაა აღრიცხული.

როგორც დავით წითლიძემ განმარტა, ამ ბაღების მფლობელებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულების საშუალებით შეეძინათ  თხილის მოვლის საშუალებები.

„გასულ წელს დავიწყეთ თხილის წარმოების მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც თხილის მოვლის საშუალებების შესაძენად  ფერმერების პირდაპირ დახმარებას ითვალისწინებს. ფერმერებმა, რომლებმაც  მოუარეს თხილის ბაღებს, მიიღეს რაოდენობრივად და ხარისხობრივად  უკეთესი მოსავალი.  თუმცა ბევრმა ფერმერმა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და არის საკმაოდ ბევრი თხილის ბაღი, რომელიც  არ არის სათანადოდ მოვლილი. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ბევრი ასეთი შემთხვევა.“- აღნიშნა დავით წითლიძემ.

მისი განმარტებით, თხილის მოვლის ხარისხი პროდუქტის ფასის ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

„საქართველოდან თხილი ექსპორტზე ძირითადად ევროპაში, მათ შორის იტალიასა და გერმანიაში გადის. ბუნებრივია, რაც უფო მაღალია ხარისხი, მით უფრო მაღალია ფასი. სამწუხაროდ, ჩვენი გამოწვევა კვლავ არის აზიური ფაროსანა, რომლის წინააღმდეგაც კომპლექსური ღონისძიებები ტარდება, თუმცა თუკი ფერმერები არ იქნებიან ჩართული მათ საკუთრებაში არსებული ბაღების მოვლაში, სახელმწიფოს ძალისხმევა ვერ იქნება საკმარისი.“-აღნიშნა დავით წითლიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო  პროგრამების მეშვეობით საქართველოში ოცზე მეტი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო დაფინანსდა. მათ შორის თხილის საშრობები.

„ეს პროგრამები წელსაც გრძელდება და მოთხოვნის შესაბამისად კიდევ გაშენდება საჭირო  ინფრასტრუქტურა.“-განმარტა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა.

ცნობისთვის, თხილის წარმოების მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა 2000 კვმ-დან 3 ჰექტრამდე თხილის ბაღების მესაკუთრეთა  სუბსიდირებას, ჰექტარზე ხუთასი ლარის ოდენობით ითვალისწინებდა. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა აღნიშნული პროგრამა მომავალ წელსაც.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023