სოფლის მეურნეობა
12/09/2023

დღეისთვის, "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 7 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი

12 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 48 ათასამდე ტონა ყურძენი, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

გადამუშავებული ყურძნიდან  25 ათას ტონამდე რქაწითელი, 18 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. აქტიური რთველი ამ ეტაპზე სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

"მოსავალი საწარმოებს 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. დასასრულს უახლოვდება სექტემბრის თვეში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 7 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. 

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში", - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023