სოფლის მეურნეობა
01/07/2020

დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრების შედეგი - "თბილღვინომ“ ექსპორტი 14%-ით გაზარდა

კოვიდ პანდემიას  „თბილღვინომ“ ექსპორტი 14%-იანი ზრდით უპასუხა.

როგორ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა, კომპანიას საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს საექსპორტო ბაზრებზე პორტფელი, ამიტომ კლება ჩინეთსა და რუსეთის ბაზრებზე სხვა ქვეყნებში ზრდამ დააკომპენსირა.

“თბილღვინოს“ პარტნიორები 30-ზე მეტ ქვეყანაში ყავს და რა თქმა უნდა, ზოგი მათგანის აქტიურობა შემცირდა, ზოგის კი საერთოდ შეჩერდა. კონკრეტულად, რომ ვთქვათ, ეს ყველაზე მეტად ჩინეთის ბაზარს შეეხო, გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა“, - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ „თბილღვინოს“ პორტფელში ასევე არ არის დიდი წილით წარმოდგენილი რუსეთი, სადაც ექსპორტი მათი ჯამური მაჩვენებელის 25%-ს არ აღემატება.

კომპანიამ წელს პანდემიის პარალელურად, ქინძმარაულის მიკროზონაში, სოფელ ენისელში 42 ჰექტარზე გააშენა საფერავის ჯიშის ვენახიც. ამჟამად კომპანიის მფლობელობაში 270 ჰექტარი ვენახია.

ზურაბ მარგველაშვილის თქმით, მათი ღვინის ქარხნების საწარმოო მოცულობა უკვე  8.3 მლნ ლიტრია. წელს  საწარმოო სიმძლავრეების გაზრდაში ჩადებული ინვესტიციებით 1 მლნ ლიტრით მეტი ყურძნის წვენის გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023