სოფლის მეურნეობა
25/09/2021

"ეფკო" ბაზრების დივერსიფიცირებას და 2022 წელს ექსპორტზე 200 ტონა მოცვის გატანას გეგმავს

ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია "ეფკო" 2022 წელს ექსპორტზე 200 ტონა მოცვის გატანას გეგმავს. ექსპორტი ძირითადად რუსეთში იგეგმება, თუმცა ნაწილი ევროპის ბაზარზეც გავა. 

"ეფკოს" პროდუქცია ექსპორტზე ბრენდით GeorgianBlue გააქვს, კომპანიამ წელს პირველად მოცვის გატანა დასავლეთ ევროპაში შეძლო და გერმანული მხარისგან უკუკავშირიც დადებითია, რაც ახალი შესაძლებლობაა ზოგადად ქართული მოცვისთვის.

„წელს უკვე დავრწმუნდით, რომ სატვირთო მანქანით უპრობლემოდ არის შესაძლებელი მოცვის დასავლეთ ევროპაში ჩატანა. ეს დიდი გამოცდილებაა ჩვენი კომპანიისთვის, რადგან ზოგადად ევროპის ბაზარს ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ვუყურებთ. რაც შეეხება წარმადობას, ექსპორტზე დაახლოებით 140 ტონა მოსავალი გავიტანეთ. ეს იყო როგორც ჩვენს პლანტაციაში წარმოებული ასევე მოსახლეობისგან ჩაბარებული პროდუქტი. მოსავალი ავიღეთ 30 ჰექტარზე ჩვენი პლანტაციიდან, თუმცა სულ ჯამში გვაქვს 35 ჰექტარი. იმის გათვალისწინებით, რომ 5 ჰექტარზე ბაღი ჯერ ახალი გაშენებულია წელს მოსავალი ვერ მივიღეთ. ვფიქრობთ, მომავალ წელს უკეთესი შედეგი გვექნება. ვგეგმავთ დაახლოებით 200 ტონა პროდუქტის ექსპორტირებას. ამ ეტაპზე ძირითადი ბაზარი კვლავ რუსეთია, თუმცა ევროპის ბაზარზე გვაქვს სიახლეები და იმედია, საექსპორტო ბაზრების დივრსიფიცირებას შევძლებთ,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" GeorgianBlue-ს გენერალური დირექტორი რატი მორჩილაძე.

2020 წელს საქართველომ ექსპორტზე ჯამში 3.8 მლნ დოლარის მოცვი გაიტანა. ექსპორტის უდიდესი წილი, 95% რუსეთზე მოდის. 12 ტონა გავიდა პოლონეთში, 6-8 ტონა კი, სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უკრაინაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023