სოფლის მეურნეობა
10/05/2021

"ეს აღიარება და გლობალურ მოთამაშედ ჩამოყალიბებაა" - ქართული ღვინო სპეცღვინოების ჩამონათვალში

თუ რამით იყო გამორჩეული 2020 წელი, სწორედ ამ მოვლენით - ასე აფასებს „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) მიერ ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის აღიარებას.

გასულ წელს OIV -მ „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“ აღიარა და OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეიტანა, ისეთი ღვინოების გვერდით, როგორიცაა „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“.

„ჩვენ 2017 წლიდან ვმუშაობთ ამ საკითხზე. „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია“ საკმაოდ ბიუროკრატიული ორგანიზაციაა, სადაც წინასწარ, მკაცრად გაწერილი ნაბიჯები უნდა გადადგა, რომ ესა თუ ის რეზოლუცია იქნას მიღებული. ამ შემთხვევაშიც, საბოლოო მიღებისთვის საჭიროა ყველა ქვეყნის სრული კონსენსუსი. ამიტომ ხდება საჭირო კონკრეტულ ქვეყნებთან მუშაობა. ჩვენ მივაღწიეთ ამას და საბოლოოდ, ჩვენი ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო გაჩნდა სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში, ისეთი ღვინოების გვერდით, როგორიც არის „ცქრიალა ღვინო“, „ლიქიორული“, „აისვაინი“ თუ სხვა. ეს არის საქართველოს აღიარება და გამოჩენა გლობალურ ღვინის მოთამაშედ“, - განაცხადა „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.

მისი განმარტებით, ამ აღიარებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობაც.

„გაჩნდა საშუალება, რომ კონკურესებზე ცალკე კატეგორიად იყოს გამოყოფლი არა მხოლოდ ქართული, არამედ, სხვა ქვეყნებში მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები და ეს ღვინოები, რომლებიც უნიკალურია და თვითმყოფადი თვისებებით გამოირჩევა, არ იყოს სხვა თეთრი ღვინოების კონკურენტი, რადგანაც ხშირად გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს, რადგანაც ჩვენი ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები, ფერი და გემოვნური თვისებებით სრულიად განსხვავებულია ევროპული თეთრი ღვინოებისგან“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023