სოფლის მეურნეობა
03/07/2020

FAO-ს ფასების ინდექსმა ზრდა დაიწყო - ხორცი და მარცვლეული მაინც იაფდება

FAO-ს ფასების ინდექსი ივნისში, ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად 2.4%-ით გაიზარდა და 93.3 ქულა შეადგინა. ამის მიუხედავად, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო კალათის ზოგიერთი პროდუქტზე, მათ შორის მარცვლეულსა და ხორცზე ფასები შემცირდა.

ოთხ თვიანი უწყვეტი კლების შემდგომ, ივნისში, მცენარეულის ზეთზე ფასები 11.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება, რომელსაც საფუძვლად უდევს - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარების მოხსნა ან შემსუბუქება. ამავდროულად, ფასების ზრდას ხელი შეუწყო პროდუქტის საწარმოო პროცესის შეფერხებამ, რაც მუშა ხელის ნაკლებობას უკავშირდება. მცენარეულ ზეთთან ერთად მომატებულია სიოს, მზესუმზირისა და რაფსის ზეთის ფასებიც. 

FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი მაისის თვესთან შედარებით 10.6%-ითაა მომატებული. ნედლი ნავთობის ფასების მატებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შაქრის ფასების ზრდას. ეთანოლი, რომელიც ნედლი ნავთობის წარმოებაში გამოიყენება შაქრის ლერწმისაგან მიიღება, შესაბამისად, ეთანოლზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, შაქრის ექსპორტიორმა ქვეყნებმა, მათ შორის ბრაზილიამ, უფრო მეტი ეთანოლი აწარმოა ვიდრე შაქარი, რამაც ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი შექმნა. 

4.0%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ფასების ზრდა გამოიწვია რძისა და რძის პროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, რასაც თან დაერთო პროდუქტის შემცირებული მარაგები ევროპაში და ოკეანეაში.

წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.6%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი. საქონლისა და ფრინველის ხორცზე ფასის ვარდნის მთავარი მიზეზად პროდუქტის უხვი მარაგები სახელდება. ამის საპირისპიროდ, მცირედით გაზრდილია ღორის ხორცის ფასი, ძირითადად ევროპაში, რაც ასევე საგანგებო მდგომარეობის მოხსნას  უკავშირდება.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი 0.6%-ით შემცირდა ივნისის თვეში. ფასების ვარდნის მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხორბლის მოსავლის ახალი მარაგები და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ხორბლის მოსალოდნელი უხვი მოსავალია. 

FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023