სოფლის მეურნეობა
25/07/2023

ფრანჩესკო ლოლობრიჯიდა: ქართული ღვინო მაღალი ხარისხით გამოირჩევა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქ.რომში ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო პოლიტიკის მინისტრს,  ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა.

რომში გამართული გაეროს სასურსათო სისტემების 2023 წლის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა მდგრადი სასურსათო სისტემების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრისას ყურადღება საქართველოს  ევროინტეგრაციის გზაზე იტალიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას სამეცნიერო-კვლევითი კუთხით და, ასევე,  აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ოთარ შამუგიამ იტალიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დგამს ქმედით ნაბიჯებს რათა უზრუნველყოფილი იყოს ქართული აგროსასურსათო პროდუქტების, მათ შორის, ღვინის და თხილის ხარისხი.

იტალიელმა კოლეგამ მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართული ღვინო გამოირჩევა მაღალი ხარისხით და აქვს კარგი საექსპორტო  პოტენციალი.  ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.    

შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად,   იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ქ. რომში გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023