სოფლის მეურნეობა
16/06/2023

გარდაბანში ძაღლების, კატებისა და აკვაკულტურისთვის მშრალი საკვების საწარმო გაიხსნა

ძაღლების, კატებისა და აკვაკულტურისთვის მშრალი საკვების საწარმო გაიხსნა. ნუტრიმაქსის ახალი ობიექტი 25 000 ტონა ექსტრუდირებული საკვების წარმოებაზეა გათვლილი. საკვები რეალიზაციაში უახლოეს პერიოდში ჩაეშვება. წარმოებული პროდუქციის 20%  ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება, დანარჩენი კი ექსპორტზე გავა.

საერთაშორისო სტანდარტების მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანია „ნუტრიმაქსმა“ 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. პროექტი მსოფლიოში წამყვანი კომპანიების სპეციალისტთა აქტიური ჩართულობითა და პარტნიორობით განხორციელდა.

ახალი საწარმო პროგრამა „ აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნა. 

ცნობისთვის, კომპანია "ნუტრიმაქსი" ფერმერული მეურნეობებისთვის კომბინირებულ საკვებს 2009 წლიდან ქმნის. პირველი ევროპული სტანდარტების საწარმო კომპანიამ 2016 წელს გახსნა. საწარმო 150-მდე ადამიანს ასაქმებს.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023