სოფლის მეურნეობა
10/08/2023

"გეო ნუში" წელს პირველად ბიო ნუშის მოსავალს მიიღებს და ქართულ ბაზარზე გაყიდის

"გეო ნუში" წელს პირველად 3 000 ტონამდე ბიო ნუშის მოსავალს მიიღებს და ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს.

როგორც "გეო ნუშის" დამფუძნებელი თორნიკე მჭედლიშვილი "აგროპარტნიორთან" აცხადებს, მისი ბაღი საგარეჯოში, 50 ჰექტარზეა გაშენებული. აქვს ესპანური ჯიშები - "ავიხორი" და "პენტა". მოსავალს კი, სექტემბრის მეორე ნახევარში ელოდება.

"რადგან მოსავლის რაოდენობა არ არის იმდენად დიდი, რომ ექსპორტზე ვინმე დავაინტერესო, ამ ეტაპზე ვგეგმავ, რომ ადგილობრივ ბაზარს შევთავაზო. მომავალი წლიდან კი, გერმანიაში, შვეიცარიაში ექსპორტზე გატანას ვგეგმავ. ორ დისტრიბუტორთან უკვე ვთანამშრომლობ. რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას, არსებობს ბიო მაღაზია, რომელთანაც "კავკასეტმა" დამაკავშირა. ჯერ მხოლოდ ამ მაღაზიასთან მაქვს კავშირი, შემდეგ ვნახოთ, როდესაც ნუში გაირჩევა, რა რაოდენობის იქნება, შეიძლება სხვა მაღაზიებსაც შევთავაზო", - აღნიშნა თორნიკე მჭედლიშვილმა.

ბაზარზე ბიო პროდუქტის ფასი გაცილებით მაღალია.

"ბიო პროდუქტი დაახლოებით 50-60%-ით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი. ფერმერის ჩასაბარებელი ფასი, ჩვეულებრივი ნუშის შემთხვევაში, სადღაც 15-16 ლარია, ბიო ნუში კი, ალბათ 22-24 ლარი ეღირება", - აცხადებს თორნიკე მჭედლიშვილი. 

თორნიკე მჭედლიშვილი სამომავლოდ ბიო მეურნეობის გაფართოებას გეგმავს.

"მაქვს დამატებით 10 ჰექტარი მიწა და იქაც ბიო მეურნეობის გაკეთებას ვგეგმავ, მაგრამ ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი იქნება ეს ნუში, თუ სხვა ხეხილი. პატარა ნაკვეთზე ბიო ვენახის გაშენებასაც ვგეგმავ", - ამბობს თორნიკე მჭედლიშვილი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023