სოფლის მეურნეობა
19/04/2023

ღვინის ეროვნული სააგენტო ჩინეთში აქტიურ მარკეტინგულ საქმიანობას განაგრძობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს უფროსი ქალაქ ჩენგდუში, ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენის „The 108th China Food & Drinks Fair“  გახსნის ღონისძიებას დაესწრო და სამუშაო შეხვედრები გამართა.

ლევან მეხუზლა ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (CNRIFFI) ვიცე-პრეზიდენტს, „ქართული ღვინის სახლის“ დამფუძნებელს ადამ ჰუანგს, სიჩუანის პროვინციისა და ქალაქ ჩენგდუს ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა.

„ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. უკვე მრავალი წელია, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და, შესაბამისად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტო მრავალ აქტივობას ახორციელებს. ჩენგდუში გამართულ შეხვედრებზე განხილული იყო ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის გეგმები, ჩინეთში იმპორტთან დაკავშირებული საკითხები და სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით ახალი ერთობლივი პროექტები“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანიებსა და ჩინურ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას. ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მემორანდუმი ჩინეთის ქალაქ ურუმჩის ორ იმპორტიორ კომპანიასთან გააფორმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ლევან მეხუზლამ მიმართა, რომელმაც ქართული ღვინის კულტურაზე და ისტორიაზე, ასევე ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობასა და მზარდ ექსპორტზე ისაუბრა.

ჩენგდუში გაიმართა მედიაპროდუქტების საკომუნიკაციო კონფერენციაც, სადაც ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა ქეთი გეგენავამ წარადგინა. აღნიშნული ღონისძიება ალკოჰოლური სასმელების ინოვაციებსა და ინვესტიციებს მიეძღვნა და მთელი ჩინეთის მასშტაბით გადაიცა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023