სოფლის მეურნეობა
06/07/2023

ღვინის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის პროექტში Eco2Wine ერთვება

ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“  სასწავლო  პროექტი „Eco2Wine” მიზნად ისახავს  მეღვინეობაში გლობალური ინოვაციებისა და კომუნიკაციის გაძლიერებას. პროექტის განხორციელება 2023 წლის ბოლოს დაიწყება - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მილანის უნივერსიტეტის მიერ კოორდინირებული Eco2Wine-ის პარტნიორები არიან საქართველოს, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სლოვენიის და სამხრეთ აფრიკის ქვეყნები და შესაბამისი უნივერსიტეტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი, ბურგუნდიის უნივერსიტეტი, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი, პერუჯის უნივერსიტეტი, ლუბლიანას უნივერსიტეტი, კადისის უნივერსიტეტი და სტელენბოშის უნივერსიტეტი და ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭო. 

პროექტში თითოეული ქვეყნიდან ასევე ჩართულია არიან ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს მხრიდან, ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ღვინის კომპანია შუმი”.  

პროექტის საქმიანობა წარიმართება უახლესი კვლევების განხორციელების, დოქტორანტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მეღვინეობის ახალი მიდგომების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიმართულებებით.

პროექტის Eco2Wine სამეცნიერო კუთხით მიზანს კი, წარმოადგენს ღვინის დაყენების დროს წარმოქმნილი მიკრობული ურთიერთქმედებების ინოვაციურ ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან ერთად, პროექტის ძირითადი ამოცანაა ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ღვინოების წარმოების, ვენახის მოვლის მეთოდების გაუმჯობესებისა და მომხმარებლებისთვის ღვინის მეტი არჩევანის შეთავაზების ხელშეწყობა.

პროექტი ფოკუსირებული იქნება უახლეს მეცნიერულ მიღწევებზე; ის ასევე გამოიყენებს შემოქმედებით მიდგომებს საზოგადოებრივი კომუნიკაციისა და ჩართულობის კუთხით, რაც მოიცავს ციფრულ ფორმატში ისტორიების თხრობას, ვირტუალურ ჩვენებებს, მეცნიერება-ხელოვნების კავშირებს, ასევე, მცდელობებს, ჩართოს შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფები ახალი იდეების შექმნაში.

პროექტის ღირებულება 2,4 მილიონი ევრომდეა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023