სოფლის მეურნეობა
12/09/2023

ღვინის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ღვინის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში 115 კომპანიაა ჩართული. მათ შორის, კლიმატური პირობებისგან დაზიანებული ყურძნის რეალიზების მიზნით სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის  კომპანია" აკონტრაქტებს სხვადასხვა ღვინის კომპანიებს საჭიროებისამებრ მევენახეებისგან ყურძნის შეუფერხებლად (90 თეთრად) ჩაბარების მიზნით.

როგორც ცნობილია, სახელმწიფომ გამოხატა ასევე მზადყოფნა, რომ შეისყიდიდა იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა. აღნიშნულ კომპანიას,  შპს "ქართულ ფესვებს" 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო “ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება. მოსავლის მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ "ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე შესაბამისად არ არსებობს არც ხელშეკრულება.

წელს, როგორც არაერთხელ გაცხადდა რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რამაც დღის წესრიგიდან მოხსნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საწარმოს მიერ ყურძნის შესყიდვა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა, ხელშეკრულების გაწყვეტა,"-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023