სოფლის მეურნეობა
25/07/2023

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში წარმოებულ ღვინოში დარღვევები აღმოაჩინა

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური  პროცესის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, 31 კომპანიაში განხორციელდა. აღებულ 173 ნიმუშში, დარღვევა აღმოჩნდა 12-ში.

საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 44 კომპანიაში განხორციელდა, აღებული 233 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 30-ში. უარი სერტიფიკატის გაცემაზე ეთქვა 12 კომპანიას. ამასთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS“ და „Bureau Veritas” მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში  ინსპექტირება  83 კომპანიის პროდუქციაზე განხორციელდა. აღებული 280 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 12-ში. სერტიფიკატი გააუქმდა 12 კომპანიას. ინსპექტირების პროცესი  სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. 

საანგარიშო პერიოდში, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით,  143 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ შემოვიდა 6274 ნიმუში, აქედან 204 ნიმუში შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი დადებითად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023