სოფლის მეურნეობა
13/07/2021

გიორგი ხანიშვილი: პურზე დამატებით ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის

ხორბალი მსოფლიო ბაზარზე იაფდება და პურზე დამატებით ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

უწყების ცნობით, მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა ხორბლის ფასი 234 დოლარამდეა შემცირებული და კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება მოსავლის აღება საქართველოშიც. სპეციალისტების ვარაუდით, ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი მიმდინარე წელს 150 ათასი ტონაა. რაც შეეხება ქერს, ამ შემთხვევაში მოსავალი 70 000 ტონას აღწევს.

"ქერის მოსავალი უკვე დაბინავებული გვაქვს. ვფიქრობთ, წელს ხორბლის მოსავლის რაოდენობაც მეტი იქნება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 150 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი გვექნება. ერთი რამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წელს ხორბლისა და ქერის მოსავალი იქნება გაცილებით მაღალი ხარისხის, ვიდრე ეს წინა წლებში იყო", - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შეგახსენებთ უკანასკნელ დღეებში პური 10-15 თეთრით უკვე გაძვირდა. პურის მცხობელთა ასოციაციის ცნობით, მიზეზი ფქვილის სუბსიდირების პროგრამის ამოწურვაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023