სოფლის მეურნეობა
03/07/2023

გიორგი ცაგარეიშვილი: ადგილობრივ ბაზარზე ბიოპროდუქტი ნაკლებად მოთხოვნადია

ადგილობრივ ბაზარზე ბიოპროდუქტი ნაკლებად მოთხოვნადია. დაინტერესება უფრო მეტად საერთაშორისო ბაზარზეა. 

"ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ნაკლებია, ერთის მხრივ მოსახლეობის ცნობიერებიდან და მეორეს მხრივ, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ბიოპროდუქტზე ფასი შედარებით მაღალია. წარმოების კუთხით, უფრო ნაკლებად ხარჯეფექტურია, იმ შემთხვევაში თუ მაქსიმალურად ექსპორტზე არ იქნება ორიენტირებული", - აცხადებს ბიოწარმოების პროგრამის კოორდინატორი, გიორგი ცაგარეიშვილი "ბიზნესი რუსთავი2"-თან სტუმრობისას. 

საქართველოში ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაც მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს ერთის მხრივ ბიოსერტიფიცირების თანადაფინანსებას, მეორეს მხრივ ბიოწარმეობაში ჩართული პირებისთვის ბიოსასუქებისა და ბიოპრეპარატების თანადაფინანსებას.

პროგრამის ბენეფიციარი პირი შეიძლება იყოს, როგორც მეწარმე ფიზიკური პირი, ასევე ნებისმიერი იურიდიული პირი. შეზღუდული არ არის გეოგრაფიული არეალი. 

ცნობისთვის, ბიოწარმოების ხელშემწყობი პროგრამა 2022 წლის აგვისტოდან დაიწყო.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023