სოფლის მეურნეობა
16/06/2023

გიორგი ცაგარეიშვილი: ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაზე ფერმერების აქტივობა გაიზარდა

„ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაზე ფერმერების აქტივობა საწყის პერიოდთან შედარებით გაზრდილია,“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ ბიოწარმოების პროგრამის კოორდინატორმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ერთიდ მხრივ, ბიოსერტიფიცირების თანადაფინანსებას, ხოლო მეორეს მხრივ, ბიოწარმოებაში ჩართული პირებისთვის, ბიოსასუქებისა და ბიოპრეპარატების თანადაფინანსებას.

ბიოსერტიფიცირების ნაწილში, თანადაფინანსება თავად სერთიფიცირების მიღებას, ასევე მასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას მოიცავს. ამასთან მეფუტკრეობის მიმართულებით, ცვლისა და თაფლის ლაბორატორიული ანალიზის თანადაფინანსებას.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, პროგრამა წარმოების 70%-ის  თანადაფინანსებას მოიცავს, არაუმეტეს 7 ათასი ლარის ღირებულებისა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს გარკვეულწილად დონორი ორგანიზაციაც ეხმარება, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება 40%-მდე მცირდება, არაუმეტეს 4 ათასი ლარისა. 

რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ორ მიმართულებად იყოფა, მეფუტკრეობა და მევენახეობა.

მისი ინფორმაციით, ამ კომპონენტში ბიოპრეპარატებისა და ორგანული სასუქების დაფინანსება ხდება. ცაგარეიშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაშიც 70%-იანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური მოცულობა 5100 ლარს შეადგენს.

მისივე განცხადებით, მევენახეობის შემთხვევაში თანადაფინანსება მაქსიმუმ 5 ჰა მიწის ფართობს მოიცავს, ხოლო მეფუტკრეობის შემთხვევაში ერთ სკაზე თანადაფინანსების მოცულობა 50 ლარია.  

„ბიოწარმოების პროგრამაში ჩართული ბენეფიციარი შეიძლება იყოს, როგორც მეწარმე ან ფიზიკური პირი, ასევე ნებისმიერი იურიდიული პირი. შეზღუდული ტერიტორიული არეალი არ გვაქვს, შესაბამისად, მონაწილეობის მიღება ნებისმიერი თვითმმართველი ქალაქიდან, თუ მუნიციპალიტეტიდან ყველას შეუძლია," -აცხადებს ცაგარეიშვილი.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით 60 ერთეულს შეადგენს და 33 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელთა ძირითადი მიმართულება მევენახეობაა.

ამჟამად თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად 340 ათასი ლარია, ხოლო  საერთო საინვესტიციო ღირებულება პროექტებისა 500 ათასი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტს, 500 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა  მომავალში მომართვიანობიდან გამომდინარე მისი გაზრდაც არ გამოირიცხება.

ცნობისთვის, ბიოწარმოების ხელშემწყობი პროგრამა 2022 წლის აგვისტოდან დაიწყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023