სოფლის მეურნეობა
26/10/2023

GRAIL-ის ფარგლებში, $150 მლნ-ის ღირებულების პროექტები განხორციელდება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა  მსოფლიო ბანკის მისიის ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL)  ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. 

აღნიშნული პროექტი სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით განხორციელდება.  პროექტი ექვსწლიანია და  მისი ბიუჯეტი 150 მლნ დოლარს შეადგენს.

პროექტით გათვალისწინებულია  აღმოსავლეთ საქართველოში 5 საირიგაციო, ხოლო დასავლეთ საქართველოში - ერთი სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია- მოდერნიზაცია, ასევე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება. სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის შედეგად, 25 ათას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოს ირიგაციის სექტორის განვითარების საგზაო რუკა“, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიების, შეფასებების და პროგრამების ერთობლიობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ 2023-2029 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობების განსახორციელებლად. საუბარი შეეხო კომპლექსური ინსტიტუციური რეფორმის პროგრამას, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტში“ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მნიშვნელობას; ასევე, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ ფარგლებში საველე დონის ლიდერობის დანერგვის საკითხს. აღნიშნული პროგრამა წარმატებით განხორციელდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და ითვალისწინებდა ტრენინგების საშუალებით ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს კომპანიის სათაო და სერვისცენტრების დონეზე ლიდერების გამოვლენას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სემეკის, მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ერთეულის წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკის ექსპერტები  და შპს „საქართველოს მელიორაციის“  ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023