სოფლის მეურნეობა
14/04/2021

GWS "ხვანჭკარას" უმსხვილესი მწარმოებელი ხდება

”ჯივიესი” “ხვანჭკარას” უმსხვილესი მწარმოებელი ხდება. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ რაჭაში საწარმო „ზედაშე“ და მის ირგვლივ გაშენებული 9 ჰექტარი ვენახი შეიძინა.

ვენახები და მეღვინეობა სოფელ სადმელში, სახელგანთქმულ ხვანჭკარას მიკროზონაში მდებარეობს.

ვენახში გაშენებულია რაჭული ტრადიციული ვაზის ჯიშები: 30% ალექსანდროული და 70% მუჯურეთული. ამ შენაძენის შემდეგ რაჭაში „ჯივიესის ვენახები“ უკვე 18 ჰექტარს შეადგენს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ  ვენახების შუაგულში მდებარე ქარხანა მათ საშუალებას აძლევს ტრანსპორტირების გარეშე უზრუველყონ ყურძნის მიღება და გადამუშავება, რაც საბოლოოდ ღვინის მაღალი ხარისხის გარანტიაა. რთველის პროცესში ადგილზე ხდება კლერტგაცილი ყურძნის მარცვლების დაწურვა, ფერმენტაცია და დაღვინება. 

„ხვანჭკარის ადგილი ”ჯივიესის” წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ისტორიული ადგილის მქონე ღვინო და ის პრიორიტეტია ჩვენთვის. ზოგადად, ”ჯივიესში“ ტერუარების მრავალფეროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორში“ „ჯივიესის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და მეღვინემ ფილიპ ლესპიმ. მისივე თქმით, დაგეგმილია სხვა ადგილობრივი ჯიშების, გაშენება, როგორიც არის არის თეთრა დ ძელშავი, ასევე შემოიტანს რაჭის მდიდარი ტერუარისთვის ჯერ კიდევ უცნობ ახალ ჯიშებს და მომხმარებელს ახლო მომავალში რაჭულ მშრალ ღვინოებს და ახალ ბლენდებს შესთავაზებს. 

ფილიპ ლესპი ამბობს, რომ კომპანიის მფლობელმა Marussia Beverages -მა 2012 წლიდან 20  მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში მისი მევენახეობასა და მეღვინეობის განვითარების მიმართულებით და მომდევნო წლებში ამ მოცულობის ინვესტიციების ჩადებაა დაგეგმილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023