სოფლის მეურნეობა
30/06/2023

ჰამბურგში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით ჩატარდა,-ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ღონისძიება B2B ფორმატში გაიმართა და მას ღვინის  მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტი ჯანეტ შუმანი (Janet Schumann) უძღვებოდა.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე დასახელების სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო; გაიმართა ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის გაყიდვების სფეროს 100-მდე წარმომადგენლისთვის.

გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations”   ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023