სოფლის მეურნეობა
08/02/2022

იანვარში საექსპორტო ბაზრებზე 5.3 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა

ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 35%-იან ზრდას აჩვენებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცმებით, 2022 წელი ექსპორტის ზრდით დაიწყო. იანვარში ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტმა 21.8 მლნ დოლარი შეადგინა.

სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში 5,3 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს; ექსპორტით მიღებულია 11,6 მლნ აშშ დოლარი, ზრდამ 43%-ს მიაღწია.

ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში ზრდა 103% (502986 ბოთლი), ჩინეთში -  514% (278493), ლიეტუვაში -  114% (117588), აშშ -ში  245% (79890), ლატვიაში -  22% (92892), ესტონეთში -  102% (64344), იაპონიაში  -  482% (17280) და დიდი ბრიტანეთში 35% (42528).

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884) და სხვა.

„ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია როგორც რაოდენობრივად, ისე შემოსავლების მხრივ. ზოგადად, იანვრის თვე გამოირჩევა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის მხრივ ნაკლები აქტიურობით, თუმცა წელს დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდის მაჩვენებელი, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია და, ვიმედოვნებთ, რომ ზრდის ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023