სოფლის მეურნეობა
13/01/2021

"ისრაელში სიცილით კვდებიან, როდესაც იგებენ, რომ ჩვენ ირიგაციის პრობლემები გვაქვს"

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი, ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით მდიდარია, თუმცა ამას ვე იყენებს. აქვე განმარტავს, რომ მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე სხვა ქვეყნებს უკვირთ, შესაძლებლობების გათვალისწინებით, რატომ აქვს საქართველოს ამ თვალსაზრისით ამდენი პრობლემა.

„ხშირად ვამბობ დ მთავრობისთვისაც მიმიცია რჩევა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება და აღდგენა თუ გინდა, მინიმუმ 50 წლიანი პროგრამები უნდა გაკეთდეს. სრული რეფორმაა საჭირო. მათ შორის, ბიზნესის „მტრები“ გვყავს - ჩვენი ენერგოდისტრიბუტორები. ჩვენ კახეთში ვმოღვაწეობთ და „ენერგო-პროს“ მოწოდებული იმდენად უხარისხო დენია, ათეულობით ათასი დოლარის ჩადება გვიწევს დენის სტაბილიზაციაში. ასეა ყველა საწარმო. სჯობს, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ინვესტიცია „ენერგო-პროში“, რომ წესიერი დენი მოგვეწოდოს.

იგივე შეეხება გაზსაც. წნევა არ ვარგა. არათუ საწარმოები, წნევის უქონლობის გამო რაიონში დუშს ვერ მიიღებ წესიერად. ეს ყველაფერი დიდი დარტყმაა და ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს. როგორ მოსთხოვს, რა დახმარებას, ან სუბსიდიას გასწევს, არ ვიცი რა კონტრაქტები აქვთ ამ დისტრიბუტორებთან. არ ვარ ჩახედული, მაგრამ ვხედავ, რომ ძალიან დაბალი ხარისხია. წყალზე არაფერს ვამბობ. ჩვენი ქვეყნის სოფლების მგონი ნახევარი, უწყლოდ არის დარჩენილი მაშინ, როდესაც საქართველო უამრავი რაოდენობით წყალს უნდა ყიდდეს. დიდი პრობლემა გვაქვს საწარმოებში. ირიგაციაზე არაფერს ვამბობთ. ისეთი ქვეყნები ახერხებენ ამას, როგორიც ისრაელია. გაუგონარია, სიცილით კვდებიან, როდესაც იგებენ, რომ ჩვენ ირიგაციის პრობლემები გვაქვს“,- ამბობს პაპაშვილი.

ბიზნესმენის აზრით, ამ პრობლემების სათავე არასწორი მენეჯმენტია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023