სოფლის მეურნეობა
25/05/2021

ისტორია და ტრადიცია - ქართული ქვევრის ღვინოს მაღალ საფასო სეგმენტში დამკვიდრება შეუძლია

საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ქვევრის ღვინოს მაღალ საფასო სეგმენტში რეალიზაციის შესაძლებლობა აქვს.

„საქართველოდან საექსპორტო, სტანდარტული ღვინის საშუალო ფასი 2-2.20 დოლარის ფარგლებშია, ხოლო ქვევრში დამზადებული, ქარვისფერი, ნატურალური ღვინოები გადის 3-4-ჯერ უფრო ძვირად საექსპორტო ბაზარზე. ეს ბაზარი უფრო მცირეა, ვიდრე სტანდარტული ღვინის ბაზარი, მაგრამ სამაგიეროდ მზარდია - ეს არის ის უპირატესობა რაც ჩვენ გვაქვს და ვფიქრობ, ამ ბაზრის გაზრდით, შევინარჩუნებთ მაღალ საფასო სეგმენტს და დავიმკვიდრებთ იმ ნიშას, სადაც ყოფნა შესაძლოა, ბევრ ქვეყანას უნდა, მაგრამ მას არ უმაგრებს ზურგს ისტორია და ტრადიცია, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - აცხადებს „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

მეღვინე მიიჩნევს, რომ კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ქვევრი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა, აღნიშნა, რომ დაცვა სწორია, თუმცა აქვე მიიჩნევს, რომ „არ უნდა გაგვიტაცოს სიმკაცრემ“.

„არ უნდა გახდეს ძალიან რთული იმ მეღვინეებისათვის, რომლებიც ქართულ ქვევრში საზღვარგარეთ აყენებენ ღვინოს, ეტიკეტზე დააწერონ „ქვევრის ღვინო“. რაც მეტი უცხოელი დააყენებს ქართულ ქვევრში ღვინოს და რაც მეტ ეტიკეტზე გამოჩნდება სახელი „ქვევრი“, მით მეტი პოპულარობა იქნება ეს ქართული ქვევრის და ქართული ღვინოს“, - განმარტა იაგო ბიტარიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023