სოფლის მეურნეობა
21/09/2023

კახეთში 107 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული - ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 107 ათასი ტონა ყურძენი, აქედან, 51 ათას ტონამდე რქაწითელი, 52 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავალი საწარმოებს 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 111 მლნ ლარს აღწევს.

ამასთან ერთად, გრძელდება კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 16,6 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 400-მდე ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო უკვე 220 კომპანია.

რთველი აქტიურია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც რთველის პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023