სოფლის მეურნეობა
17/10/2023

კახეთში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და  USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც ორგანული სასუქის  წარმოება დაიწყო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედმა შპს „ბიოვიტამ“ ორგანული სასუქის საწარმოს შექმნისათვის  500,000 აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა.

კომპანიამ  ისარგებლა სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტითა  და  Usaid-ის სოფლის განვითარების პროგრამის გრანტით. საწარმოში, სადაც 1,000 ტონა სასუქი იწარმოება 5 ადამიანია დასაქმებული.  აღსანიშნავია, რომ შპს „ბიოვიტა“ ორგანულ სასუქს საქართველოში  მოპოვებული ნედლეულით აწარმოებს და  პროდუქციის რეალიზაციას  ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

სოფლის განვითარების სააგენტო  პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 წლიდან  ახორციელებს. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამამუშავებელი და შენახვა რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობის მიზნით  ფერმერებისა და მეწარმეების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი სახსრებით.შეღავათიანი აგროკრედიტი აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია საქმიანობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ეს იქნება ძირითადი თუ საბრუნავი საშუალებების საჭიროება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023