სოფლის მეურნეობა
12/04/2023

ქარელის 10 სოფლის სარწყავი სისტემების რებილიტაციაზე ₾1.1 მლნ დაიხარჯა

საქართველოს მელიორაციამ შიდა ქართლში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამტარის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, პროექტის ფარგლებში, 240 მეტრი სიგრძის ამორტიზებული   მილსადენი ახლით შეიცვალა, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგებას და საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. 

აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით,   ქარელის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის (ფცა, თამარაშენი,  მოხისი, შაქშაქეთი, წვერი, არადეთი, საღოლაშენი, ბრეთი, რუისი, ურბინისი)   3800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შეფერხების გარეშე მოირწყვება. 

პროექტის ღირებულებამ 1.1 მლნ ლარი შეადგინა.

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე   გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023