სოფლის მეურნეობა
02/02/2021

ქართულ მოცვზე მოთხოვნა იზრდება - რას გეგმავს კომპანია რომელმაც ვანრიკ აგროს აქტივები შეიძინა

ქართულ მოცვზე მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. ლურჯი მოცვის კომპანია „ეფკოს“ ინფორმაციით, მოთხოვნის ზრდა ფასებზეც აისახება და პანდემიის პირობებში 1 კგ ქართულ მოცვზე ფასი საშუალოდ 1 დოლარით გაიზარდა.

"ეფკო", რომელმაც „ვანრიკ აგროს“ აქტივები 12,34 მლნ ლარად საპარტნიორო ფონდის მიერ გამართულ აუქციონზე 2020 წელს შეიძინა, პროდუქციას ამ ეტაპისთვის ძირითადად მეზობელ ქვეყნებში ყიდის, თუმცა კომპანია აქტიურად ემზადება, როგორც ევროკავშირის, ასევე გალფის ქვეყნების ათვისებისთვის.

„იმისათვის რომ პროდუქციის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, 2021 წელს გადამუშავების ახალ სისტემას ვნერგავთ. პოსტსამოსავლო ინფრასტრუტურის დანერგვა გულისხმობს, სწრაფი გაგრილების სისტემების ასევე შეფუთვა-დახარისხებისა და სამაცივრე მეურნეობების გაზრდას. აქტიურად მიდის ახალი ბაღების გაშენებაც. უკვე დავასრულეთ 4 ჰექტარის უმაღლესი სტანდარტების ბაღის გაშენება და ჯამში პლანტაცია უკვე 36 ჰექტარზეა განთავსებული. ეს პროცესი გაგრძელდება და სავარაუდოდ წელს დამატებით კიდევ 70 ჰექტარს მოვიცავთ,“ - ამბობს  კომპანია „ეფკოს” პროექტის მენეჯერი რატი მორჩილაძე.

წარმადობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას საკუთარი პროდუქტის გარდა "ეფკო" სხვა ფერმერებისგან შეძენილი მოცვითაც გეგმავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი ფერმერებისთვის რეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდა მოცვის წარმოებას უფრო პოპულარულს გახდის.

„ინფრასტრუქტურას, რომელიც  შევიძინეთ, 500-600 ტონიანი წარმადობა აქვს. ამ რესურსის სრულად გამოყენება ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცა 2021-ში ვფიქრობთ დაახლოებით 350 ტონა მოცვის გადამუშავებას. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენს პლანტაციებში მოყვანილი მოსავალი. "ეფკოს" მოსავალი იქნება 170 ტონამდე, დანარჩენს კი ჩვენი ფერმერებისგან შევიძენთ. ჩვენი აზრით, ეს ფერმერებს დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაუჩენს,“  - განმარტავს რატი მორჩილაძე.

"ეფკოს" ცნობით, 2019 წელს 1 კგ ქართული მოცვის ფასი საერთაშორისო ბაზარზე საშუალოდ 4-4,5 დოლარი იყო. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 5,5-6 დოლარს აღწევდა. ფასის მატებას კომპანიაში 2 ფაქტორს უკავშირებენ. მათი ვარაუდით, ერთი მხრივ ეს განსხვავებულ გემოსთან არის დაკავშირებული მეორე მხრივ კი საქართველო იმ „ფანჯარაშია“ როდესაც სხვა დიდი მწარმოებლები მოცვს არ კრეფენ.

როდესაც პარტნიორებთან გვაქვს კომუნიკაცია ხშირად გვესმის რომ ჩვენს მოცვს განსხვავებული არომატი აქვს. ამის მთავარი მიზეზი ის ნაყოფიერი მიწებია, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. განსაკუთრებით გამოირჩევა გურიის მიკროკლიმატში მოყვანილი მოცვი. წლიდან წლამდე ქართული მოცვი უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ვცდილობთ ამ პროცესში ჩვენი წვლილი შევიტანოთ,“ - განმარტავს მორჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ „ვანრიკ აგრო“, რომელიც 2015 წელს დაარსდა, საპარტნიორო ფონდის ვალდებულებები ჰქონდა. გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანია ფონდმა აუქციონზე გაყიდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023