სოფლის მეურნეობა
09/09/2020

ქართული ჩაი "შემოქმედი" აშშ-ს ბაზარზე გავა

ქართული ჩაი ამერიკის ბაზარზე გავა. კომპანია "მილმართი", რომელიც ჩაის „შემოქმედის“ ბრენდით აწარმოებს, საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს და გერმანიის,  უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, უახლოს ერთ თვეში პროდუქციას ამერიკაის შეერთებული შტატების ბაზარზე წარადგენს.

კომპანიის დირექტორის თქმით, ქართული ჩაით ჩინეთი და აზიის სხვა ქვეყნებიც არის დაინტერესებული, ამ ეტაპზე მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საექსპორტო მიმართულებებთან ერთად "მილმართი" სხვადასხვა სახის ჩაის წარმოების დაწყებასაც გეგმავს. COVID-19-მა საწარმოს გაფართოების გეგმები 1 წლით გადადო, თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულმა პროცესებმა ქართულ ჩაიზე მოთხოვნა გაზარდა.

გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ ქართული ჩაი ფეხს იკიდებს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და ჩაი საკმაოდ რენტაბელური პროდუქტია.

"ქართული ჩაი საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ჩაის მწარმოებელ ბევრ ქვეყანას შეექმნა პრობლემა და მოთხოვნა ქართულ ჩაიზე კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა საჭიროა უფრო მეტი ინფორმირებულობა საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებზე", - აცხადებს გიორგი მაისურაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023