სოფლის მეურნეობა
12/05/2023

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შეიქმნა

თბილისში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის „ქართული ღვინო" პრეზენტაცია გამართა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის აღნიშნული პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი უძღვებოდნენ.

„ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა იმ წამოწყებას, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ. საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართველებისთვის ღვინო არის ქართული კულტურის, იდენტობის, ტრადიციების და ისტორიის ნაწილი. ყოველივე აღნიშნულის შესახებ კვალიფიციური განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ღვინის სექტორის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

როგორც შალვა ხეცურიანმა აღნიშნა, საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შექმნილია სპეციალურად ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის.

„პროგრამის მიზანია, ღვინის პროფესიონალებმა საფუძვლიანად შეძლონ ქართული ღვინის შესწავლა და შემდგომ წარმატებულად უზრუნველყონ მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე. პროგრამა მოიცავს ყველა იმ აუცილებელ ცოდნას, რაც საჭიროა მომხმარებელთათვის ქართულის ღვინის გასაცნობად როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ბაზრებზე”, - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

ახალი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 7 თვეა. პროგრამა სრულდება გამოცდით და აქვს ორი საკვალიფიკაციო დონე. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია; სწავლა დაიწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზე. მსურველებს სხვადასხვა საგანს 25 ლექტორი შეასწავლის. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) შეიქმნა 2003 წელს; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას. GSA არის საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორი, მათ შორის - International Sommelier, WSET და სხვა. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიაზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023