სოფლის მეურნეობა
30/05/2023

ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად აშშ, გერმანია და სამხრეთ კორეა განისაზღვრა

ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ მოაწერეს.

„ღვინო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის მაჩვენებლები, ბოლო წლების განმავლობაში, სტაბილურად იზრდება; თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება სტრატეგიული ბაზრების დივერსიფიკაცია. აღნიშნული მემორანდუმის მიზანია, ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა, რათა მსოფლიო ღვინის ბაზარზე ქართულმა ღვინომ მყარად დაიმკვიდროს ადგილი. იმედი მაქვს, საპილოტე პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იქნება  წარმატებული და გრძელვადიან პროგრამად ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან განხილვისა და ასევე საქართველოს ღვინის ექსპორტის სტატისტიკისა და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის პრიორიტეტულ ბაზრებად განისაზღვრა შეერთებული შტატები, გერმანია და სამხრეთ კორეა.

„ღვინის სექტორი ახლახანს დაემატა ჩვენს პროგრამას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ვითანამშრომლოთ მარკეტინგული ღონისძიებების მიმართულებით ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან.  პროგრამის ფარგლებში შეირჩა სამი სამიზნე ბაზარი - შეერთებული შტატები,  ევროპაში გერმანია და, ასევე, ვგეგმავთ სამხრეთ კორეის ბაზარზე საპილოტე აქტივობებს. იმედი გვაქვს, რომ, ჩვენი აქტივობების შედეგად, გაიზრდება ცნობადობა ქართული ღვინის  შესახებ, რადგან ის ნამდვილად არის უნიკალური და მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ყველა მომხმარებელს და ღვინის მოყვარულს“, – აღნიშნა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023