სოფლის მეურნეობა
29/08/2023

ქართული ღვინო, ბოლო წლებში, ძალიან წარმატებულია გერმანიის ბაზარზე - გერმანიის ელჩის მოადგილე

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ვაზის ქართული ჯიშების და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის გაცნობის მიზნით, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სტუმრებმა აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ვაზის ქართული ჯიშების კოლექცია დაათვალიერეს და ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

„ქართული ღვინო, ბოლო წლებში, ძალიან წარმატებულია გერმანიის ბაზარზე, ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება ექსპორტიც. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბევრ ღვინოს გავეცანი, თუმცა საინტერესო იყო ცენტრში დაცული ვაზის ჯიშების ნახვა. მნიშვნელოვანია, გვენახა რას საქმიანობს ცენტრი და მოგვესმინა სამომავლო გეგმები. ვთვლი, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით უდიდეს საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა.

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა 80 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც ვაზის უცხოურ ჯიშებთან ერთად, ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშებია დაცული.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023