სოფლის მეურნეობა
30/06/2020

ქართული ღვინო COVID-ის წნეხში

ღვინის ექსპორტი პანდემიის გამო ჯამში 5-6%-ით, ღირებულება კი 12%-ით შემცირდა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, კლების ტემპმა მეორე კვარტალში იმატა. ექსპორტი კი ძირითადად ჩინეთსა და რუსეთში შემცირდა.

„ექსპორტის კლება ფაქტიურად მთლიანად მოდის ამ ორ ქვეყანაზე. ჩინეთში ექსპორტი აპრილ-მაისში გაჩერებუყლი იყო. ახლა ჩინეთში ექსპორტის 30%-იანი კლებაა. რუსეთში კი 10-%-იანი. თუმცა ექსპორტის მაჩვენებლები სხვა ქვეყნების ხარჯზე ისე დაბალანსდა, რომ ჯამში რაოდენობის თვალსაზრისით ექსპორტის 5-6%-იანი კლებაა. მაგრამ აქ სამწუხარო ისაა რომ შემოსავლის თვალსაზრისით კლება უფრო მეტია, თითქმის 12%-იანი. მოგეხსენებათ, ყოველ წელს ქართული ღვინის ფასიც იზრდებოდა და ექსპორტის მაჩვენებლებიც, თუმცა ახლა ფასზეც დიდი წნეხია,“ - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მისივე ინფორმაციით, ექსპორტის ტენდენციები ჩინეთისა და რუსეთის გარდა, სხვა ბაზრებზე დამაიმედებელია. „ამერიკის შეერთებუილ შტატებში შარშანდელის იდენტური ექსპორტია. მცირედი მატებაა დიდ ბრიტანეთში. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი, სადაც ქართული ღვინო სუპერმარკეტებში იყიდება ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება,“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023