სოფლის მეურნეობა
25/04/2023

ქართული ღვინო ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე RAW Wine იყო წარმოდგენილი

ღვინის  მწარმოებელმა რვა მარანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოფენაზე RAW Wine აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ღვინოები წარადგინა. გამოფენის სტუმრები ქართული მარნების: „ბაიას ღვინო“, „იბერიული“,  „მარანი სილოვანი“, „მუშკუდიანის მარანი“, „ნიკალას მარანი“, „ანაპეა“, „სიმონ ჩხეიძეს ღვინის მარანი“ და „ველინო“  ღვინოებს და, ამავდროულად, ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს და ისტორიას გაეცნენ.

მიმდინარე წელს, გამოფენაში 14 ქვეყნის 80-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვა.

RAW Wine  (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. მსგავს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით, იზრდება  ქართული ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023