სოფლის მეურნეობა
01/11/2023

ქართული ციტრუსი კვლავ ე.წ. ტრადიციულ ბაზრებზეა დამოკიდებული

ქართული ციტრუსი კვლავ ე.წ. ტრადიციულ ბაზრებზეა დამოკიდებული - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის“ პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, წელსაც, ქართულ პროდუქციას ისევ ე.წ. ტრადიციულ ბაზრებზე მოუწევს გადანაწილება. ეს ბაზრები კი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა და დსთ-ს ყოფილი სივრცეა.

„რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიკაციას, ციტრუსის შემთხვევაში, ეს რთული საკითხია, რადგან, ევროპის ქვეყნებს ჩვენი კონკურენტები გაცილებით უფრო დიდი ხანია ამარაგებენ, უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია და უფრო კარგი ფასი აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ციტუსის შემთხვევაში, სამწუხაროდ, დამოკიდებული ვართ იმ ტრადიციულ ბაზრებზე“ - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

მისივე განმარტებით, ამ ვითარების შესაცვლელად, უნდა შეიცვალოს ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები დაინერგოს, შესაბამისი დამხარისხებელი, შემნახველი და შემფუთავი საწარმოები განვითარდეს. ამას, კი, ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, ძალიან დიდი ფინანსებია და დრო დასჭირდება.

„ასევე, აქტიურად უნდა იყოს მუშაობა ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობით და კოკნრეტული სპეციალისტები უნდა იყონ ჩართულები, თუ რომელ ქვეყანაში რა რაოდენობის გატანა შეიძლება. სწორედ იქ არსებული მოთხოვნის შესწავლის შემდეგ უნდა დაიწყოს მიწოდებაზე მუშაობა.

გარკვეული პროგრესი არის - მანდარინის მიმღები და გადამამუშავებელი პუნქტები მოემატა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. პროდუქცია უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ შესაბამისმა გადამამუშავებელმა საწარმოებმა შეძლონ ამ პროდუქციის შეფუთვა და ბაზრისთვის იმ ფასად მიწოდება, რაც შესაბამისობაში იქნება ხარისხთან. ფასი და ხარისხი რომ იქნება თანხვედრაში, ასეთი პროდუქციის გაყიდვა არ გაჭირდება არც ერთ ქვეყანაში“ - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023