სოფლის მეურნეობა
30/08/2023

ქართველ ფერმერებს ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები გადაამზადებენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზეზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენებული  თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.  

თანამედროვე სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, ამ ეტაპზე ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვა მიმდინარეობს.

„ჩვენი თანამშრომლობა შემდგომში სემინარების და ტრენინგების სახით გაგრძელდება, რომლის დაწყებასაც ოქტომბრიდან ვგეგმავთ. ისრაელიდან ჩამოვლენ ექსპერტები, რომლებიც მათ გამოცდილებას გაუზიარებენ ფერმერებს. ჩვენ ასევე მზად ვართ ქართულ მხარეს  ისრაელში არსებული სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით დავეხმაროთ“ - აღნიშნა ისრაელის ელჩმა ჰადას ესტერ მეიცადმა.

სათბურის ძირითადი დანიშნულება ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და მათთვის სემინარ-ტრენინგების ორგანიზებაა. აქ სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.

სტურმებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს, სადაც 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023