სოფლის მეურნეობა
28/07/2020

კასპში ბროილერის ქათმის ფერმის აშენება საქართველოს ბანკმა დააკრედიტა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით კასპში, სოფელ ზემო ჩოჩეთში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა.

მეფრინველეობის ფერმა გათვლილია 1,8 მლნ ფრთა ქათმის წარმადობაზე წელიწადში. პროექტის მიხედვით პროდუქციის დისტრიბუცია პირველ ეტაპზე მოხდა ადგილობრივ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს მოთხოვნას იმპორტირებულ ქათმის ხორცზე.

კომპანიის მიზანი იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაა. განვითარების შემდეგ ეტაპზე კომპანია ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ფერმის როგორც მშენებლობისას, ასევე ექსპლუატაციის პროცესში კომპანიის მიერ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა (მინ. 90 %) დასაქმდა, რამაც  დადებით გავლენა იქონია ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.  პროექტში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ. ლარია.

„საქართველო ბანკი სხვადასხვა დარგის,  ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, რომელიც იმპორტირებული პროდუქტის უფრო მაღალი ხარისხის, ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას შეძლებს. კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ოპერირება და უკვე აქვს ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვანია რომ ფერმაში დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, რაც სოფლის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და ჩვენს თავს ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების საქმეში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023