სოფლის მეურნეობა
16/07/2020

ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა

სოფელ ნოჯიხევში, 40 ჰექტარზე კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა.

„რამდენიმე ათას ადგილობრივ კოლხურ ხოხობს ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიებზე გავუშვებთ. ადგილობრივი სახეობები, ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა და წითელ ნუსხაშია. აღწარმოება, რომელიც ახალ საშენ მეურნეობაში მოხდება, ხელს შეუწყობს როგორც გენეტიკური ფონდის შენარჩუნებას, ისე რეგულაციებით ნადირობის ახალ პერსპექტივებს გააჩენს. სამინისტრო წლებია უკვე ამ მიმართულებით მუშაობს და, ვფიქრობ, შედეგს მალე მივიღებთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დაადგება ევროპული ქვეყნების გზას, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა დაშვებულია, პოპულაციების ზრდა დიდია.

"უნდა მოხდეს ყველა იმ სახეობის გამრავლება, რომელიც კოლხეთის დაბლობზე ბინადრობდა და დღეს გადაშენების პირასაა. მნიშვნელოვანია პროცესის დაწყება, რითაც ჩვენ შევძლებთ იმ წონასწორობის აღდგენას, რაც, სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, 90-იან წლებში იქნა დარღვეული”, - განაცხადა სამეგრელოს მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023