სოფლის მეურნეობა
22/09/2023

ხორბლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე – ინტერვიუ ფერმერ ზეზვა ობგაიძესთან

ფერმერები, რომელთაც საადრეო მარცვლეული კულტურები მოჰყავთ, ახლა დიდ სამზადისში არიან. ნიადაგის მოხვნა-კულტივაცია უკვე დაწყებულია, ორიოდე კვირაში კი თესვის პროცესიც დაიწყება. ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება თანამედროვე ფერმერი ზეზვა ობგაიძეც, რომელსაც მარნეულის მიმდებარედ არსებულ 200 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორბალი, ქერი და ხახვი მოჰყავს. ახლა ის საშემოდგომო ხორბლის დასათესად ნიადაგს ამზადებს, რაც მიწის მოხვნას, კულტივაციასა და განოყიერებას გულისხმობს.

რა არის საჭირო ხორბლის ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად? როგორ არჩევს ფერმერი სათესლე მასალას, სასუქებსა თუ დაცვის საშუალებებს და რა პროცესს გადის ის დათესვიდან მოსავლის აღებამდე? – ამ კითხვებით ზეზვა ობგაიძეს მივმართეთ.

ბატონო ზეზვა, რა ჯიშის ხორბალზე აკეთებთ არჩევანს და რატომ?

წელს მეორედ დავთესავ ხორბლის ავსტრიულ საადრეო ჯიშს „ამიკუსს“, რომელსაც საქართველოში „აგროსფერო“ აწარმოებს. ეს ჯიში მორგებულია ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე და, შესაბამისად, ხარისხიან და მაღალ მოსავალს იძლევა.

სათესლე მასალის „აგროსფეროსგან“ შეძენა იმ ფაქტმაც გადამაწყვეტინა, რომ მათთან ხელმისაწვდომი იყო „ამიკუსის“ პირველი რეპროდუქცია. როგორც იცით, დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი თაობის მასალას თესავ, რადგან რეპროდუქციების ზრდასთან ერთად მოსავლიანობაც კლებულობს.

რამდენად მნიშვნელოვანია სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების სწორად შერჩევა?

სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები ისეთივე გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე, როგორც სათესლე მასალა. ამიტომ მათ სწორად შერჩევასა და გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ბევრი საეჭვო პრეპარატია, რომელთა ზუსტი შემადგენლობაც არ ვიცით და საბოლოოდ ნაკლებად ეფექტიანია.

მე პირადად ბევრი რამ საკუთარი ზარალის ხარჯზე ვისწავლე. ახლა ვიცი, რომ ჯობს პროდუქციაში უფრო მეტი გადაიხადო და დარწმუნებული იყო შედეგში, ვიდრე დაუშვა ისეთი შეცდომები, რომელთა გამოსწორებასაც ვეღარ შეძლებ. ამიტომ მეორე წელია Yara-ს სასუქებსა და Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებს ვიყენებ. მათი ზუსტი შემადგენლობაც ვიცი და ხარისხშიც დარწმუნებული ვარ. საილუსტრაციოდ გეტყვით, რომ თუკი მანამდე ჰექტარზე 1.8 ტონა ხორბალი მოდიოდა, სწორად შერჩეული სათესლე მასალისა და ხარისხიანი პრეპარატების გამოყენების შემდეგ, მოსავალი ჰექტარზე 3.5 ტონამდე გაიზარდა.

როგორია პროცესი ხორბლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე – რა ძირითადი საფეხურებისგან შედგება ის?

ცხადია, პირველი ეტაპი მოხვნა და მიწის კულტივაციაა. ნიადაგის მომზადების შემდეგ დათესვის პროცესი იწყება, რის პარალელურადაც შეგვაქვს სასუქი. გაზაფხულამდე მნიშვნელოვანი სამუშაოები აღარ სრულდება და ველოდებით აღმოცენებული ჯეჯილის გამოზამთრებას. გაზაფხულზე ნიადაგში ხელმეორედ შეგვაქვს შესაბამისი სასუქი ორ ეტაპად, პატარა დოზებით, რათა მცენარემ საკვები ნივთიერებები სრულად აითვისოს. ამის შემდეგ ვაკვირდებით სარეველების, მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების პროცესს და შესაბამისი დოზებითა და ინტერვალებით ვიყენებთ ჰერბიციდებს, ინსექტიციდებსა და ფუნგიციდებს.

ივლისის დასაწყისიდან უკვე მოსავლის აღებისა და დაბინავებისთვის ვემზადებით. სექტემბრიდან კი ახალი ციკლი იწყება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023