სოფლის მეურნეობა
11/09/2023

კორეაში გამართულ საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში საერთაშორის ფესტივალზე "Daejeon International Wine Festival" ქართული ღვინის 16 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.

საქართველო წელს ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.

ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.

მსგავსი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებზე  ქართული ღვინის წარდგენა ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც    ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა.

გამოფენაში მონაწილე ქართული ღვინის მწარმოებლების შეფასებით, სამხრეთ კორეის ბაზარი, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია.

კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს  გამოფენაზე „Seoul Interenational Wines and Spirits Expo“ გაიმართა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023