სოფლის მეურნეობა
24/06/2023

კორეის რესპუბლიკაში Seoul Wine and Spirits Expo 2023 გაიხსნა

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, 22 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა „Seoul Wine and Spirits Expo 2023” გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია მონაწილეობს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ინტენსიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალი სტაბილური და პერსპექტიული ბაზრების მოძიების მიმართულებით; ვფიქრობთ, რომ სამხრეთ კორეის ბაზარი არის სწორედ ერთ-ერთი მათგანი“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, რომელიც გამოფენის „Seoul Wine and Spirits Expo 2023” გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თარაშ პაპასქუასთან ერთად დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ტიპის მასშტაბურ გამოფენებში ქართული ღვინის წარდგენა ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

„სამხრეთ კორეა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია, სადაც სწორი მარკეტინგული სტრატეგიისა და მიზნობრივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდება ხელშესახები წარმატების მიღწევა. გამოფენის მიმდინარეობისას ნათლად ჩანს, რომ დიდია დაინტერესება როგორც უშუალოდ ქართული ღვინით, ისე  ისტორიითა და კულტურით. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტი სამხრეთ კორეაში მზარდია, თუმცა რესურსი დიდია და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მაჩვენებლების ზრდის რეალური პერსპექტივა გვაქვს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

„Seoul International Wine & Spirits Expo“, თავისი მასშტაბებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის  რეგიონში. მიმდინარე წელს გამოფენა 22-დან 24 ივნისის ჩათვლით იმართება.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებს, რაც 

ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა.

გამოფენაში მონაწილე ქართული ღვინის მწარმოებლების შეფასებით, სამხრეთ კორეა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია, სადაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენენ ქართული წითელი და ქვევრის ღვინოების მიმართ. 

„Seoul Interenational Wines and Spirits Expo“-ზე ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მეღვინეები აღნიშნულ გამოფენაში 2019 და 2022 წლებში მონაწილეობდნენ. თავდაპირველად, გამოფენაში მონაწილე კომპანიები შვიდს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი, ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023