სოფლის მეურნეობა
07/07/2023

ქვეყნის მასშტაბით, 1 600 ჰა ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული

ქვეყნის მასშტაბით,  1 600 ჰექტარი ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული. რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, თუმცა დასაწყისში ბენეფიციარები მასში ჩართვისგან თავს რამდენიმე მიზეზის გამო იკავებდნენ. 

როგორც საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, პრობლემად სახელდებოდა ის, რომ პროექტში  ჩართვის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეს სამი წლის განმავლობაში, საწარმო უნდა აეშენებინა.

„ფერმერების მოთხოვნით, ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა დაიხვეწა. შეზღუდვები იყო  მაგალითად სამი წლის განმავლობაში საწარმო უნდა ყოფილიყო აშენებული, რაც ძალიან მაღალ დატვირთვას წარმოადგენდა  და აშინებდა ბენეფიციარს.  ეს ყველაფერი შეიცვალა თანდათან და ბოლო წელია, მთლიანი გამოყოფილი თანხის ათვისება ხდება. ჩაის სექტორში მიდგომები იცვლება. ეტაპობრივად, დიდი მოცულობის ჩაის წარმოებიდან, მცირე მოცულობის და მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებაზე გადავედით.“ - აცხადებს თენგიზ სვანიძე.

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო. დაინტერესებულ პირებს პლანტაციების აღება იჯარით, 25 წლის ვადით შეუძლიათ.  იჯარის წლიური ღირებულება – 1 ჰა-ზე 50 ლარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023