სოფლის მეურნეობა
11/10/2023

ლევან მეხუზლა: ლეჩხუმში რთველი სუბსიდიის გარეშე ჩატარდება

აღმოსავლეთ საქართველოში რთველი დასასრულს უახლოვდება.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა,  წელს კახეთში მოსავლის რაოდენობა გასულ წელთან და განსაკუთრებით 2021 წელთან შედარებით, შემცირებულია.

„ყურძნის მოსავლის რაოდენობა კახეთში 200 ათასი ტონაზე მეტია, რაც წლევანდელი ჭარბი ნალექითა და რამდენჯერმე მოსული სეტყვითაა განპირობებული. რაც შეეხება რაჭას-საკმაოდ წარმატებულად დაიწყო რთველი. უკვე რამდენიმე ასეული ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია ჩაბარებული. ერთი კვირის ფარგლებში რაჭაში რთველი დასრულდება.“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისივე განმარტებით, 20 ოქტომბრიდან რთველი დაიწყება ლეჩხუმშიც.

„რაჭაში ყურძენზე 4 ლარია სუბსიდია თუ კერძო სექტორი გადაიხდის 7 ლარს. ლეჩხუმში რთველი სუბსიდიის გარეშე ტარდება. საკმაოდ დიდია მოთხოვნა. ლეჩხუმში მზადდება უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო - ტვიში და ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სრულად მოხდება მოსავლის რეალიზაცია. ფასიც იქნება არანაკლები შარშანდელთან შედარებით“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023