სოფლის მეურნეობა
30/06/2020

ლევან მუხუზლა: რთველის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა ჰაერიდან არ მოდის

ღვინის ეროვნული სააგენტო ელის, რომ წელს საფერავის რეალიზაციიდან მევენახეები 50%-იან მოგების მარჟაზე გავლენ.

როგორც ლევან მეხუზლამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ აღნიშნა, საფერავს მთავრობა არ დაასუბსიდირებს და ამ ნაწილში აბსოლუტურად თავისუფალი ბაზრის პრინციპი განიხილება. ამის მიზეზი კი არის ის, რომ საფერავზე მოთხოვნა ისედაც მაღალია.

„მოგეხსენებათ, ექსპორტზე ძირითადად წითელი ღვინოა. ამასთან, საფერავი ბევრად ნაკლებია მოცულობაში ვიდრე რქაწითელი და მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფოს შეთავაზებულ იაფი კრედიტის პროგრამას კომპანიები ძირითადად სწორედ, საფერავისთვის გამოიყენებენ,“ - აღნიშნა მეხუზლამ.

რაც შეეხება რქაწითელის ფასს, ლევან მეხუზლა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს სუბსიდიის შედეგად, რა ფასად შეძლებენ მევენეხეები რქაწითელის გაყიდვას, თუმცა იმედოვნებს, რომ ფასი გასული წლის ღირებულებას არ ჩამოსცდება.

„სამწუხაროდ, ფასს ჯერ ვერ დავაანონსებ. მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ყველანირი საშუალებით რაც აქვს სახელმწიფოს, ვმუშაობთ იმაზე რომ ამ ჯიშის ყურძნის ღირებულება შარშანდელ ფასს არ ჩამოსცდეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველას უნდა ესმოდეს, ეს ფული რაც სუბსიდიისთვის გამოიყოფა ჰაერიდან არ მოდის, რაღაცას აკლდება და მთავრობა ხარჯავს იმ მიზნით, რომ ეს ხალხი რეალობასთან მარტო არ დატოვოს,“- განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023