სოფლის მეურნეობა
20/07/2023

ლევან სილაგავა: წისქვილკომბინატები უხარისხო ხორბალს არ იბარებენ

"წისქვილკომბინატები უხარისხო ხორბალს არ იბარებენ" - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ განაცხადა. ლევან სილაგავას თქმით,  წისქვილკომბინატები ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მუშაობენ და სწორედ ხორბლის ხარისხზეა დამოკიდებული, ჩაიბარებენ თუ არა პროდუქციას.

„ხარისხის შესაბამისი თუ არ არის ხორბალი და საფურჟეა, ჩვენ მას არ ვიბარებთ. ეს არის მკვეთრად გამიჯნული. წელს წვიმები დაემთხვა, რის გამოც სასურსათო ხორბლის პარამეტრები შეიცვალა და ხორბლის გარკვეული რაოდენობის  ხარისხი გაფუჭდა. ასეთი ხორბალი გადავიდა არასასურსათო სეგმენტში. შესაბამისად, ის არ გამოიყენება პურის წარმოებაში.“-აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისივე განმარტებით, კახეთში წელს მიღებული მთლიანი მოსავლის დაახლოებით 70% არის არასასურსათო.

„რეალურად ძალიან ცუდი სტატისტიკაა, ეს არ ხდება ყოველწლიურად, მოლოდინი იყო რომ 50% იქნებოდა სასურსათო და მხოლოდ 50% არასასურსათო, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. შედარებით უკეთესი ხარისხია შიდა და ქვემო ქართლში. შესაბამისად, რეგიონში ფერმერები  იმედიანად არიან განწყობილი.“-აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, არასასურსათო ხორბალი მეცხოველეობაში, მეფრინველეობასა და სპირტის წარმოებაში გამოიყენება.

„საფურაჟე ხორბლის რეალიზაციის მიზნით, მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება და ე.წ დაღერღილი ხორბლის იმპორტი აკრძალა. ეს წაადგება ადგილობრივ ფერმერებს საფურაჟე ხორბლის მოსავლის რეალიზაციაში.“- განმარტა ლევან სილაგავამ.

ცნობისთვის, დაღერღილი ანუ ე.წ საფურაჟე ხორბლის იმპორტი მთავრობამ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე აკრძალა.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023