სოფლის მეურნეობა
19/05/2023

ლევან უჯმაჯურიძემ მონაწილეობა კრიოკონსერვაციის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ,  ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. პრაღაში გამართულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერატიული პროგრამის ( ESPGR) კრიოკონსერვაციის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრაზე გამოსვლისას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის მიმოხილვის პარალელურად ისაუბრა ქვეყანაში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის არსებულ მდგომარეობაზე, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე, საკანონმდებლო ბაზაზე, ეკოსისტემებში,  ცენტრსა  და სხვა უწყებებში  არსებული ცოცხალი კოლექციების, In vitro კონსერვაციის, ასევე თესლის გენეტიკური ბანკების მდგომარეობაზე, სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობაზე და სხვა.

„კრიოკონსერვაცია, როგორც მცენარეთა გენეტიკური მასალის შენახვის ფართოდ მიღებული თანამედროვე მეთოდია, რომელიც საშუალებას  იძლევა ხანგრძლივი პერიოდით, უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ საქართველოს იშვიათი რელიქტური და ენდემური  მცენარეთა ბიომრავალფეროვნება, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და იგეგმება ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრა ჩეხეთის მცენარეთა გენეტიკური რესურსების სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორთან მიკულას მადარასთან და სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართა, სადაც ყურადღება მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის თანამედროვე მიმართულებებზე, ახალგაზრდა სპეციალისტთა სწავლებაზე, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების, კონფერენციების განხორციელებაზე და ურთიერთთანამშრომლობის  სხვადასხვა მიმართულებებზე გამახვილდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცენტრის დირექტორს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა სხვადასხვა ექსპერიმენტული საცდელი ბაზები მიკროვინიფიკაციის საწარმო, სამეცნიერო ლაბორატორიები თესლის გენეტიკური ბანკი და სხვა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023