სოფლის მეურნეობა
01/08/2023

ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი საქართველოს 3 რეგიონში უკვე მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს  „ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი და მართვა საქართველოს პირობებში“ ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანი მავნე ორგანიზმების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სიტემის შემუშავებაა.

პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, ლურჯი მოცვის წარმოების ძირითად რეგიონებში, ლურჯი მოცვის აგრობიოცენოლოგიური მონიტორინგი, უმთავრესი მავნე ორგანიზმების (მწერები, დაავადებები, სარეველები) გამოვლენა და დაზიანების ინტენსივობის დადგენა, ასევე, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და ფენოკალენდარული სქემების შედგენა იგეგემება.

ამ ეტაპზე, ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი უკვე დაწყებულია სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში 2006 წელს დაიწყო. მოსავლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023