სოფლის მეურნეობა
20/07/2020

ლურჯი მოცვის მოყვანაზე მოთხოვნა იზრდება

ლურჯი მოცვის მოყვანაზე მოთხოვნა იზრდება.

თუ ცოტა ხნის წინ საქართველოში ეს კულტურა ფერმერებს საერთოდ არ მოჰყავდათ, ამ დროისთვის ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. წელს, ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული.

2015 წლიდან, დღემდე 10,000 ჰა-ზე შექმნილია მრავალწლოვანი ხეხილისა და კენკროვანი კულტურების ბაღი და სანერგე მეურნეობა.

კომპანია „ინტერაგრო“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელმაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა და 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.

ბაღი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მდებარეობს. პროექტი კომპანიამ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში განახორციელა და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230,000 ლარის დაფინანსება მიიღო.

„ინტერაგრო“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ, ბაღის გაშენებისთვის, 500,000 ლარის აგროკრედიტი მიიღო; 200,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023