სოფლის მეურნეობა
11/08/2023

"ლურჯმა ბაღმა" წელს პირველად მოცვის 30 ტონამდე მოსავალი მიიღო

კომპანიამ "ლურჯი ბაღი"  სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძანაში 17 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გააშენა. ასევე მოაწყო ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა, რომელსაც ერთჯერადად 250 ტონა ხილის შენახვის საშუალება აქვს.

კომპანიის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ დიდებაშვილი ამბობს, რომ "ლურჯმა ბაღმა" წელს პირველად, 30 ტონამდე ლურჯი მოცვის მოსავალი მიიღო, რომლითაც მომარაგდა როგორც ადგილობრივი ბაზარი, ისე საექსპერიმენტოდ რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზეც გაიტანეს.

"სანამ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენების გადაწყვეტილებას მივიღებდით, პირველ რიგში აღნიშნული კულტურის შესახებ ცოდნა მივიღეთ, ასევე ამ დარგში წარმატებული ქვეყნების გამოცდილება გავიზიარეთ. 

რამდენიმე მიმართულებით დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება, პირველ რიგში ლურჯი მოცვის ეკონომიკა გავიარეთ, შევისწავლეთ კულტურა - მივიღეთ აგრონომიული ცოდნა და გამოცდილება, შევარჩიეთ ადგილი, რომელიც მიზანშეწონილი იყო ლურჯი მოცვის წარმოებისთვის, ჰავის, კლიმატის, წყლისა და ნიადაგის ანალიზებიდან გამომდინარე.

პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის ათვისება. ამასთან, ლურჯი მოცვი ძირითადად საექსპორტო მიმართულების პროდუქტია. წელს გვქონდა საექსპერიმენტო ექსპორტი, ვფიქრობ, მომავალ წელს ექსპორტისთვის უფრო მომზადებულები შევხვდებით", - აღნიშნა ნიკოლოზ დიდებაშვილმა. 

შეგხსენებთ, სენაკში "ლურჯი ბაღი"  2020 წელს გაშენდა. 

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023